ტურისტული ბლოგი

ეს ძალიან საინტერესოა

მადრიდის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა - ბაზრობა „FITUR"

მადრიდის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა - ბაზრობა „FITUR"

ესპანეთში, ქალაქ მადრიდში, საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა - ბაზრობა „FITUR" გაიმართა, აღნიშნული გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მსოფლიოში, მასში დაახლოებით 10 000 კომპანია მონაწილეობს 160 ქვეყნიდან. 7 000 ჟურნალისტი ესწრება და საშუალოდ 124 700-მდე ვიზიტორი სტუმრობს.

ესპანეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ მიზნობრივ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, ამიტომაც გამოფენაში საქართველო ტურისზმის ეროვნული ადმინისტრაცია უკვე მე-10 წელია მონაწილეობს.
ტურიზმის ბიზნესში მოქმედი ყველა მნიშვნელოვანი ტურისტული კომპანია თუ ორგანიზაცია მთელი მსოფლიოდან მსგავს გამოფენებზეა წარმოდგენილი, რაც საუკეთესო საშუალებაა საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად.

2024 წელს გამოფენა 24 -28 ინავარს ჩატარდება, მიმდინარეობს კომპანიების რეგისტრაცია.

დეტალური ინფორმაცია - https://geotourism.ge/fitur

მსოფლისო საერთაშორსო ტურისტული გამოფენა - გაყიდვები - https://geotourism.ge/travel-trade-show

მსგავსი გვერდები