ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილის განცხადებით მიმდინარე წლის 6 თვეში, საერთაშორისო ვიზიტების 57.9% თბილისში განხორციელდა, მას 38.4%-ით ბათუმი მოსდევს.ამავე პერიოდში, უცხოელი ტურისტები ყველაზე მეტჯერ, თბილისისა და ბათუმის შემდეგ, გუდაურს, მცხეთას, ყაზბეგს, ქუთაისს, მარნეულს, ბორჯომს, სიღნაღსა და გორს ესტუმრნენ.
კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკის მიხედვით,
მიმდინარე 2022 წლის I-II კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო ვიზიტები საქართველოს ქალაქებში შემდეგნაირად გადანაწიდა:
- თბილისი საქართველოს დედაქალაქი - 57.9%
- ბათუმი (კვარიათი, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხესიმაგრე და სხვა) - 38.4%
- გუდაური - წილმა 8.8% შეადგინა.
- მცხეთა (სვეტიცხოვლის ტაძარი, ჯვრის მონასტერი, არმაზის ციხესიმაგრე, სამთავრო და სხვა) 8.3%-იანი წილი..
- ყაზბეგი (გერგეტის სამების ეკლესია და სხვა) 7.1%;
- ქუთაისი (გელათის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი, წყალტუბოს გამოქვაბულები და სხვა) 6.9%;
- მარნეული 6.1%;
- ბორჯომი (ლიკანი, მინერალური წყლები, მწვანე მონასტერი, ტიმოთესუბანი, ეროვნული პარკი და სხვა) 4.5%;
- სიღნაღი (ბოდბის მონასტერი და სხვა) 3.3%;
- გორი (სტალინის სახლ-მუზეუმი, გორის ციხე, უფლისციხე და სხვა) 2.8%.
ქალაქების ტოპ 10-ეული, რომლებსაც შიდა ვიზიტორები წელს ყველაზე აქტიურად სტუმრობდნენ, გამოიყურება: თბილისი 23.6%; იმერეთი 17%; აჭარა 9.5%; კახეთი 9%; მცხეთა-მთიანეთი 8.9%; ქვემო ქართლი 8.4%; შიდა ქართლი 8.3%; სამეგრელო-ზემო სვანეთი 7.1%; სამცხე-ჯავახეთი 3.7%; გურია 2.7%; რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი 1.9%.