ტურისტული ბლოგი

ეს ძალიან საინტერესოა

JetBlue-ს ორიგინალური და მხიარული მარკეტინგული კამპანია იამაიკის პოპულარიზაციისთვის

ამერიკულმა ავიაკომპანიამ  JetBlue  იამაიკაზე ახალი მარშრუტის პოპულარიზაციისთვის, ნიუ-იორკის მეტროში  ორიგინალური მარკეტინგული აქცია მოაწყო.  ნიუ ორკში ზამთრის ცივ დღეს ტემპერატურა იშვიათად აღემატება 0 გრადუსს, ხოლო მონტეგო ბეიში (იამაიკა) არ ეცემა 30-ზე დაბლა. სწორედ ამიტომ, იამაიკის ტურიზმის საბჭოსთან ერთად, JetBlue-ის მარკეტინგული კამპანია სახელწოდებით "Change at Jamaica" გაიმართა რომეელიც განკუთვნილი იყო იმ მგზავრებისთვის, ვინც აპირებდნენ მატარებლით წასვლას იამაიკაზე,

იამაიკელი ბრენდის წარმომადგენელი გამვლელ მგზავრებს,  ლამაზად მოწყობილ პატარა კუნძულზე ეპატიჟებოდნენ, ჯერ მათთვის განწყობის შექმნას ცდილობდნენ, ხოლო ბოლოს შესანიშნავ ამბავსაც უმხელდნენ  - JetBlue გან საჩუქრად მატარებლის ბილეთის თვითმფრინავისაში გადაცვლას და პირდაპირ იამაიკაზე გაფრენას სთავაზობდა.

განსაკუთრებით ემოციური გამოდგა  იმ გაბედული მგზავრებისთვის, რომლებიც ურთიერთობდნენ მასპინძლებთან და არ სჯეროდათ, სიმართლე იყო თუ ხუმრობა.

მსგავსი გვერდები