შემომყვანი ტურისტული პაკეტების შემუშავება

ხარისხიანი ტურისტული მარშრუტების შემუშავება, განაპირობებს ტურისტული ბიზნესის გრძელვადიან წარმატებას.

Image
მარშრუტის შედგენა

ტურისტული მარშრუტის შედგენა პირველი ეტაპია ტურის დაგეგმარებაში, რომლის დროსაც დროში განისაზღვრება ის ძირითადი ადგილები და სანახაობები რომლიც უნდა იყოს მარშრუტში.

დეტალური გაწერა

ტურის დეტალური გაწერა გულისხმობს მარშრუტის დროში დაგეგმარებას, განთავსების და კვების ობიექტების შერჩევას, ტრანსპორტის და გიდის მოძიებას.

კავშირი სერვისის მომწოდებლებთან

ხარისხიანი სერვისების მომწოდებლების მოძიება და (განთავსების და კვების ობიექტები, გიდები და მძღოლები და ა.შ) ურთიერთობა, ხელშეკრულებების გაფორმება და მათთან თანმშრომლობა ტურისტული პროდუქტის ხარისხის გამსაზღვრელი კომპონენტია.

სარეკლამო ტექსტი შემუშავება

შედგენილი მარშრუტის სარეკლამო ტექსტის გაწერა და თარგმნა (საჭიროების შემთხვევაში)  ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხია, სარეკლამო ტექსტს ვიყენებთ ტურის პრეზენტაციისას, საკუთარ საიტზე  თუ სხვადასხვა სარეკლამო გვერდებზე განთავსებისთვის.

თვითღირებულება და ფასწარმოქმნა

ტურისტული პაკეტის თვითღირებულების ფასის გამოთვლა ტურისტული პაკეტის შემუშავების ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, თვითღირებულება გულისხმობს ყველა იმ ხარჯის განსაზღვრას,  რომელიც საჭიროა ტურის შესასრულებლად.