გიდი - სახელმძღვანელო

ტურისტული ელ. წიგნების ყველაზე დიდი არჩევანი

უსაფრთხოება ბუნებაში მოგზაურობისას

უსაფრთხოება ბუნებაში მოგზაურობისას

ეკოტურიზმი, ანუ ბუნებაში მოგზაურობაზე ორიენტირებული ტურიზმი, მთელ მსოფლიოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. საქართველოს ბუნება, რელიეფი, კლიმატი, ჰიდროგრაფიული ობიექტები, მცენარეული საფარი თუ ცხოველთა სამყარო და ამ ფონზე ეთნოგრაფიული თავისებურებები და კულტურის ძეგლების სიმრავლე საქართველოში ეკოტურიზმის განვითარების განსაკუთრებით დიდ პერსპექტივას იძლევა.ეკოტურისტული ექსკურსიები და ტურები საქართველოში საკმაოდ პოპულარულია, განსაკუთრებით – ახალგაზრდებს შორის. მოსწავლეები და სტუდენტები ხშირად აწყობენ ლაშქრობებსა და მსვლელობებს ტყეებსა და ხეობებში, მაღალმთიან მარშრუტებსა თუ მდინარეებზე. განსაკუთრებით გავრცელებულია ერთდღიანი ექსკურსიები წლის ნებისმიერ დროს და მრავალდღიანი ლაშქრობები ზაფხულის თვეებში.

ბუნებაში მოგზაურობა მრავალმხრივაა სასარგებლო: აყალიბებს ეკოლოგიურ ცნობიერებას, აჯანსაღებს მოგზაურს, ანიჭებს ესთეტიკურ სიამოვნებას; ესაა რეკრეაციის ყველაზე ეფექტიანი პროცესი. თუმცა ეკოტურისტული მოგზაურობისას ბუნებაში ყოფნის წესების არცოდნამ ან გაუფრთხილებლობამ შეიძლება ნეგატიური ან ძალზე მძიმე შედეგები გამოიწვიოს: უარყოფითად აისახოს ჯანმრთელობაზე (იგულისხმება გაცივება, გამოფიტვა, ნერვული სტრესი, ტრავმები, სიკვდილიც კი), გზის აბნევა და დაკარგვა, ზვავში ან მეწყერში მოყოლა, ხანძარი და სხვ. ამ შემთხვევების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ელემენტარული, აპრობირებული წესების დაცვა, რომელთა დიდი ნაწილი ამ ნაშრომშია თავმოყრილი. აქ წარმოდგენილია ავდრისა თუ გამოამინდების ნიშნები, ადგილზე ორიენტირების ცოდნის საფუძვლები, ეკოტურისტული მოგ-ზაურობისას აუცილებელი ტანსაცმლის, აღჭურვილობისა თუ მე დიკამენტების ჩამონათვალი. განხილულია უსაფრთხოების წესები მთაში ყოფნისას და ზღვაზე დასვენებისას, სტიქიური ბუნებრივი მოვლენების შემთხვევებში ქცევისა და ბანაკში ცხოვრების წესები, ველური მცენარეების საკვებად გამოყენების საკითხები, ავადმყოფი ან ტრავმირებული ადამიანის დახმარების წესები და სხვ.
ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს წიგნი სასარგებლო იქნება როგორც ბუნებაში მოგზაურთათვის, ასევე ეკოტურიზმით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის. წიგნი შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო ეკოტურიზმის კურსის შესწავლისას. 

გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ორგანიზაციის წევრებისთვის (წევრობის ფორმა - სტანდარტი)   

 




მსგავსი გვერდები