სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება, რომლის ერთ-ერთი და მთავარი კომპონენტი არის რეგიონებში გასტრონომიული ფესტივალების ჩატარება.
14, 15, 16 ოქტომბერს გაიმართება მხატვრული რეწვისა და დიზაინის თბილისის მე-4 საერთაშორისო სამიტი "ეთნოფესტი 2022". ღონისძიება ტარდება ექსპო ჯორჯიას 4, 5, 6 პავილიონებში, 11:00- 20:00 სთ.
მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს გურჯაანში, კურორტ ახტალის პარკში გაიმართება ღვინის ფესტივალი, რომელიც მეღვინეობის გარდა კულინარიულ, თეატრალურ, გასართობ და შემეცნებით კომპონენტებს მოიცავს.