ტრანსპორტირება სახელმძღვანელოები

ტურისტული ელ. წიგნების ყველაზე დიდი არჩევანი

სატრანსპორტო ლოჯისტიკა

სატრანსპორტო ლოჯისტიკა

სატრანსპორტო ლოჯისტიკის სახელმძღვანელოს დამკვეთია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. სახელმძღვანელო მოიცავს სატრანსპორტო ლოჯისტიკის ოპერატორის პროგრამის შემდეგ მოდულებს:
1. სამგზავრო გადაყვანების დაგეგმვა;
2.სატრანსპორტო დოკუმენტაცია;
3. სატვირთო გადაზიდვების ლოჯისტიკა;
4. ტვირთისა და გადაზიდვის სახეები;
5. შეკვეთის დამუშავება (გაფორმება);
6. სატვირთო გადაზიდვების მონიტორინგი;
7. ლოჯისტიკური დანახარჯები გადაზიდვა/გადაყვანისდროს;
8. შრომითი და ეკოლოგიური უსაფრთხოება.
სახელმძღვანელო განკუთვნილია სატრანსპორტო ლოჯისტიკის შესწავლით დაინტერესებული პირებისთვის კერძო სექტორის მიმართულებით (ტვირთების და მგზავრთა ნაკადების გადამზიდავ ექსპედიტორულ და სატრანსპორტო ლოჯისტიკური - ფირმები საბაჟო სატრანსპორტო მომსახურების საწარმოები სატრანსპორტო, .... ). ამასთან, სახელმძღვანელო წარმოადგენს ერთგვარ ინსტრუქციას მასწავლებლისთვის, თუ როგორ შეადგინოს მაქსიმალურად ეფექტური დავალებები ყველაზე ოპტიმალური მეთოდებით.
სახელმძღვანელო შემუშავებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს ბიზნესის აკადემიის - SBA, აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით.
სახელმძღვანელო შემუშავებულია ტრანსპორტის სფეროს მარეგულირებელ საერთაშორისო და ეროვნულ კანონმდებლობაზე. ასევე გადაზიდვებში დასაქმებულ პირთა მდიდარ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით.

გადმოწერა შესაძლებელია მხოლოდ ორგანიზაციის წევრებისთვის (წევრობის ფორმა - სტანდარტი)   

 




მსგავსი გვერდები